გაქცეული სამი პატიმარი დაკავებულია

თითქმის 24-საათიანი სამძებრო ოპერაცია დასრულებულია.

კლინიკა „ავერსიდან“ გაქცეული პატიმრები დაკავებულები არიან. სამი მსჯავრდებული თბილისთან ახლოს აიყვანეს. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ბადრაგის ერთი თანამშრომელიც. პატიმრების სასჯელი 6-დან 8 წლამდე ვადით გაიზრდება. მსჯავრდებულები საავადმყოფოს ეზოდან მაშინ გაიქცნენ, როცა კლინიკაში სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ შენობიდან გამოვიდნენ და საბადრაგო მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ. თვითმხილველები იხსენებენ, რომ გაქცევის დროს ცეცხლი არ გახსნილა. არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.