სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი თბილისში დააკავეს.
პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 47 აბი ამოიღეს.
დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.