სიტუაცია სამეგრელოში დილიდან დაიძაბა და ბზობის დღესასწაული ჭყონდიდის ეპარქიაში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში არეულობა, ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენამ გამოიწვია. შემდეგ კი ხმაური მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა. სიტუაცია მხოლოდ სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განმუხტა. მანამდე კი შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.
გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცველები. სიტუაციას ეკლესიის ეზოში პოლიცია აკონტროლებს. იქვე იმყოფებიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული პირებიც, რომლებიც მეუფე სტეფანეს მხარდაჭერას უცხადებენ. ტაძართან მივიდნენ დილიდან „ქართული იდეის“ წარმომადგენლები და ასევე „ნამახვენჰესის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი, რომლებიც სალხინოში ჩავიდნენ სლოგანით „ჩვენ გვიყვარს პატრიარქი“.
რიონის ხეობიდან ჩასულების გარკვეული ნაწილი ჯერ ისევ სალხინოში რჩება.
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
მოამბე