არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

საკადრო გადაადგილება – პარლამენტს მომავალი კვირიდან ახალი თავმჯდომარე ეყოლება. პოსტის დასაკავებლად კახა კუჭავა ემზადება, რომლიც გუნდმა უკვე წარადგინა. არჩილ თალაკვაძემ კი თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა უმრავლესობის ერთსაათიანი სხდომა.

ცვლილებების მიზეზად ოპოზიცია „ქართულ ოცნებაში“ უთანხმოებას ასახელებს, კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს და მოსალოდნელ ვადამდელ არჩევნებზე მიუთითებს.