ცოტა ხნის წინ დასრულდა საკვირაო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში.
მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა.
წირვის დასრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილ მრევლს მისმა უწმინდესობამ ქადაგებით მიმართა და მშვიდობისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით ილია მეორემ სასულიერო პირებიც დააჯილდოვა.
პატრიარქმა დღეს რამდენიმე გვარიც დალოცა.