საკვირაო წირვა მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურებას მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციაც ესწრება, რომლის შემადგენლობაშიც ორი მაღალი რანგის მიტროპოლიტია. საპატიო სტუმრები გუშინ უკვე შეხვდნენ კათოლიკოს-პატრირქს. მათი ჩამოსვლის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესს უკავშირდება. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები, საკვირაო წირვასა და ქადაგებას ესწრებიან. მიტროპოლიტი ემანუელი და ასევე სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეუსი თბილისს ხვალ დატოვებენ. ასევე, შეგახსენებთ, რომ უკვე ხუთშაბათს სინოდის სხდომაა ჩანიშნული.