საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში

სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად საკვირაო წირვა ჩატარდა.

წირვა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ აღავლინა.

საკვირაო წირვის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ილია მეორემ გარდაცვლილთა შორის ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდებიც მოიხსენია.

რაც ეხება საკვირაო ქადაგებას, მეუფე შიომ მრევლს პეტრე-პავლობის მარხვის წინ სიმშვიდისკენ მოუწოდა.