საკვირაო წირვა სამებაში

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ლოცვა ჩაატარა.

წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და წმინდა პირველმოწამის დღესასწაული მიულოცა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ მომავალ კვირას სვეტიცხოვლობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით შაბათს, საღამოს 5 საათზე სვეტიცხოველში საღამოს ლოცვა დაიწყება და კვირას დილიდან საღვთო ლიტურგია აღევლინება.