3 მარტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის კვირას აღნიშნავს.
საეკლესიო კალენდრით, ხორციელის კვირას ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც მორწმუნეებს რძის პროდუქტების მიღება შეუძლიათ.
დიდმარხვა წელს 11 მარტიდან დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
საკვირაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დღეს კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა.
ილია მეორემ დღეს რამდენიმე გვარიც დალოცა.