საკვირაო წირვა

ტრადიციული საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში.

ღვთისმსახურებას დღეს კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა.

მოგვიანებით, ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მიმართა და აღდგომის მოახლოებულ მარხვაზე ისაუბრა. უწმინდესმა თქვა, რომ ყველა მორწმუნეს თავმდაბლობა მართებს. ილია მეორემ სახარების ერთ-ერთ ეპიზოდი მაგალითად მოიყვანა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას მეზვერესა და ფარისევლის კვირა ეწოდება.