საკრებულოს ოპოზიცია: მეტროპოლიტენი, შესაძლოა, გასხვისდეს

საკრებულოს ოპოზიცია ეჭვობს, რომ თბილისის მეტროპოლიტენი, შესაძლოა, გასხვისდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია, რომ მეტრო გადაეცეს „ელექტროშემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ თბილისის ფილიალს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ფილიალის 50 პროცენტი მერიას ეკუთნის, ხოლო 50%  რუსულ კომპანიას „ოპორა“.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მართვის სადავეები ამ კომპანიას გადაეცემა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საკრებულოს უმრავლესობაში კომენტარს არ აკეთებენ.