ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ოფისში

ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბანერი დააზიანეს. ინციდენტი ნაბადას უბანში მოხდა. ამავე უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლაშა რუხაიას საარჩევნო ბანერი საღებავებითაა დაზიანებული. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ოპონენტების გზიდან ჩამოშორებას ყველა მეთოდით ცდილობს. „ქართულ ოცნებაში“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და კომენტარს არ აკეთებენ.