ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს შარლ მიშელის დოკუმენტის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის, ლილე ლიპარტელიანის თქმით, დოკუმენტის თანახმად, ცესკო-ში უნდა შექმნილიყო საკონსულტაციო ჯგუფი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული, რომელიც ჩაერთვება და დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ლიპარტიანის განცხადებით, ამ ჯგუფში საერთაშორისო ორგანიზაციები საერთოდ არ არის, ხოლო ჯგუფში შემავალი წევრები პირდაპირ და ირიბად არიან დაკავშირებულები „ქართულ ოცნებასთან“.

დატოვე კომენტარი