თბილისის საკრებულო დედაქალაქის გენერალური მიწათსარგებლობის დოკუმენტის განხილვას იწყებს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი ტყემალაძის თქმით, დოკუმენტში სრულად არის აღმოფხვრილი ის ხარვეზები, რაზეც თბილისის მთავრობა ამახვილებდა ყურადღებას.
ტყემალაძის შეფასებით, „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი ინარჩუნებს ქალაქის ინტერესებს, რომ თბილისი იყოს მწვანე, კომპაქტური და შეკავშირებული.
სანამ თბილისის საკრებულო დოკუმენტის დამტკიცებაზე იმსჯელებს, გენერალურ გეგმას ჯერ საკომისიო ფორმატებში განიხილავენ.