ეპიდემიოლოგები კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელებას დეკემბრის პირველ კვირაში ელოდებიან. „ინფიცირების შემთხვევები არ იკლებს, პირიქით, მატებაა, შევდივართ პიკში და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით“- აცხადებს ამირან გამყრელიძე. ამის პარალელურად, ქვეყანა ვაქცინაციის ეტაპისთვის იწყებს მზადებას. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ისეთი ზომების დადგენაზე, რომლიც მოქალაქეთა მობილობას შეამცირებს და მკვეთრად არ დააზიანებს ბიზნესს.
მოამბე