განიხილავს თუ არა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს „ქართული ოცნება“ მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, – ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე კამათისა და დაპირისპირების საგანი გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, – შევა თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში, როგორც ეს შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შექმნილია, აგვისტოს ბოლომდე მუშაობა დაიწყება და მუშაობის პროცესში გაირკვევა რა გადაწყვეტილება იქნება რაციონალური.