სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.
ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს მაღლაფერიძემ სააგენტოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები გააცნო. წლის მთავარ მიღწევად დასახელდა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნა თბილისში. კერძოდ, ცენტრის ბენეფიციარები არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები. ცენტრი მარტში გაიხსნა და ამ დრომდე სერვისით სარგებლობს 28 ბენეფიციარი, მათგან 27 მდედრობითი სქესისაა. მსგავსი ცენტრის გახსნა იგეგმება ქუთაისშიც.