სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ - ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა
ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის მიზანი, აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანაა.
სახელმწიფო, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დღევანდელ პრეზენტაციაზე 2018 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.