ოპოზიციის მზადება არჩევნებისთვის

რა სტრატეგია ექნება ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებისთვის, ამ დრომდე უცნობია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულან. რაც შეეხება ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას, აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, „ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ კანდიდატურა კოალიციური შეთანხმების საფუძველზე დასახელდება.

თავად გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისთვის მთავრი ერთიანობაა და არა თანამდებობა, რადიკალური განცხადებები კი ხალხის თვალში სწორედ ერთობას აზიანებს.

ნოდარ ჩაჩუა ესაუბრა ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ გეგმებსა და განცხადებებს გაგვაცნობს.