დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე შეკითხვები აქვს არასამთავრობო სექტორს.
ორგანიზაცია ი-ემ-სი-ში თვლიან რომ პროექტი დასახვეწია. სამოქალაქო საზოგადოება კონსულტაციებს ითხოვს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნაზე განცხადება დღეს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში უკვე 2019 წლიდან შეიქმნება უწყება, რომელიც იმუშავებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ გადაცდომებზე. ასევე მისი პრეროგატივა იქნება პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი.
ახალ უწყებას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს. შემდეგ კი პარლამენტი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ხელმძრვანელს 5 წლის ვადით აირჩევს.