დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი

შესაძლოა ჩამოყალიბდეს უწყება, რომლის შექმნა უკვე წლებია, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. სამართალდამცავების შესაძლო გადაცდომების და წამების ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება. უწყებათშორისი კომისიის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, უწყებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერქმევა და მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უხელმძღვანელებს. ინიციატივის განსახილველად დისკუსიის დაწყება იგეგმება, რომელშიც მესამე სექტორიც ჩაერთვება.

წარდგენილი პროექტის მიმართ უფლებადამცველებს უკვე აქვთ კითხვები. არასამთავრობო ორგანიზაციებს აინტერესებთ, რამდენად დამოუკიდებლად და ეფექტურად იმუშავებს პარლამენტის კონტროლქვეშ მოქცეული უწყება.