სამართალდამცავთა გადაცდომის სტატისტიკა

იბლოკება თუ არა პოლიციელთა შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების შესასწავლად შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა მიერ გაგზავნილი საჩივრები – „მოამბემ“ უწყების გენერალური ინსპექციისგან ბოლო ერთი წლის მონაცემები გამოითხოვა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ უწყებაში შესული 12 000-მდე განაცხადიდან ინსპექციამ ძირითადად ის საჩივრები დააკმაყოფილა, რომელთა ავტორები თავად სამართალდამცავები იყვნენ.

არასამთავრობო სექტორში შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხს კიდევ ერთხელ ააქტიურებენ.