პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტს რიგით მეექვსე ანგარიშს წარუდგენს.

თამარ ქალდანი მოხსენებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარდგება და ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობასა და გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს.

დოკუმენტში საუბარია გამოვლენილ სამართალდარღვევებზე, გამოწვევებსა და ინსპექტირების რეაგირების შედეგებზე.

თამარ ქალდანის ცნობით, გასულ წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი დაფიქსირდა, 72 ფაქტზე დაჯარიმდნენ, 61 შემთხვევაზე გაფრთხილება გაიცა, 67 ფაქტზე კი, ხანდაზმულობის ვადის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა.

ქალდანის უწყებამ შესასრულებლად 316 დავალება და რეკომენდაცია გასცა.