დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. დროშის დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ, ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.