სახელმწიფო დროშის დღე - პრეზიდენტი ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეწვევა
ცოტა ხანში ცერემონია გორში უნდა დაიწყოს. გიორგი მარგველაშვილს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ელოდებიან, სადაც იუნკერები სახელმწიფო დროშას შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით აღმართავენ.
ღონისძიების მონაწილეებსა და იუნკერებს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს.
დროშა მაშველებმა პრეზიდენტთან ერთად უკვე აღმართეს კახეთში, უჯარმის ციხეზე. ცერემონიას ასევე მარგველაშვილის ადმინისტრაციის წევრები და უშიშროების საბჭოს მდივანიც ესწრებოდნენ.