"სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ - ფორუმი ახალციხეში
ახალციხეში “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი მიმდინარეობს. განიხილავენ მმართველობის დეცენტრალიზებულ მოდელზე გადასვლის საკითხებს. მეტი უფლებების მინიჭება ადგილობრივ თვითმმართველობებს, თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა. სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელებენ ფორუმის მონაწილეები.
ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან.
“რაბათის ციხე” ფორუმს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.