აუდიტის სამსახურს ფოთის მერიის მიმართ კითხვები აქვს.
მაკონტროლებელმა უწყებამ რამდენიმე სამშენებლო პროექტი შეისწავლა და დასკვნაში ჩაწერა, რომ სამუშაოები არასათანადოდ და უხარისხოდ ჩატარდა. საუბარია ორ საცხოვრებელ კორპუსზე, ახლადრეაბილიტირებულ სახურავსა და და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობაზე, რისთვისაც 2016-17 წლებში ქალაქის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დაიხარჯა. თუმცა მითითებულ ობიექტებს სამშენებლო სამუშაოების ხელახლა ჩატარება სჭირდება.
„მოამბე“ დაინტერესდა, ვის ეკისრება შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა.