პარლამენტი ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სამი საკანონმდებლო პაკეტი დაინიცირდება. ცვლილებების მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, ქვეყანაში გენდერული თანასწორობის წასახალისებლად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ყველა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ვალდებული იქნება, გენდერული თანასწორობის კუთხით საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლო რისკები წინასწარ შეაფასოს. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეცხრე პუნქტშია გაწერილი.