“ძალა ერთობაშია” პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით მიმართავს.
გაერთიანებული ოპოზიცია კანაფისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების წარმოება-კულტივაცია-ექსპორტის აკრძალვას კონსტიტუციის დონეზე მოითხოვს.
ასევე, “ძალა ერთობაშია” საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან შესაბამისი ბლანკის მიღებას ითხოვს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვისთვის, 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვოს.