უკვე სამი წელია ქალაქ გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ახალი შენობის მოლოდინში არიან.
ორი წლის წინ დანგრეული შენობის ადგილზე ახლის მშენებლობა მხოლოდ რვა თვის წინ დაიწყო. პროცესი ახლა შეჩერებულია სამხარაულის დასკვნის გამო. მშენებელი კომპანია გადაცდომების გამოსწორების პირობას დებს. ახალი სკოლის შენობის აგების პროექტით გათვალისწინებული ვადა წლის ბოლომდეა.
რა პრობლემების წინაშე არიან გორის მე-11 სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, – ნახეთ ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟში.