მოსწავლეების მიერ ადაპტირებული წიგნები

კლასგარეშე მხატვრული ნაწარმოებები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირდა.

პროცესში თავად მოზარდები იყვნენ ჩართულები. „ამას მეც წავიკითხავდი“, – ასე ჰქვია პროექტს, რომელზეც სამი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად მუშაობდნენ. სახელმძღვანელო რვა ცნობილ ნაწარმოებს აერთიანებს და მოსწავლეების მიერ შექმნილ ილუსტრაციებსაც მოიცავს. გეგმის თანახმად, სახელმძღვანელოების ტირაჟის ზრდასთან ერთად მათი აუდიო ვერსიაც მომზადდება.