ბლოგერების კონკურსი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა. მათ სერტიფიკატები, ასევე პრიზები – პლანშეტები და ბრენდირებული ნივთები გადაეცათ. მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გასულ თვეში გამოაცხადა.

მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-მდე მოსწავლემ მიიღო. მიზანი სკოლის მოსწავლეებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.