„ჯარის ბანაკი“

ახალი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის.

დღეიდან „ჯარის ბანაკი“ ამოქმედდა. ზაფხულის განმავლობაში ბავშვებს საშუალება ექნებათ, რომ სერჟანტთა აკადემიაში სამხედრო საქმიანობას გაეცნონ და ვეტერანებსაც შეხვდნენ. საზაფხულო ბანაკისთვის მომზადებულია სპეციალური სასწავლო პროგრამაც, რომელიც სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის საველე სავარჯიშოებს, საცეცხლე მომზადებას, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების და დაშავებულთა ევაკუაციის დავალებებს გულისხმობს.

რვა ნაკადად დაყოფილი ჯგუფები ბანაკში ერთ კვირას გაატარებენ.