ხელოვანების საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის კულტურის კომიტეტს და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს კულტურის მინისტრის მიერ სფეროში გატარებული ორწლიანი პოლიტიკის შედეგად წამოჭრილ პრობლემურ საკითხებზე რეაგირების თხოვნით მიმართავს. პრობლემური საკითხების ჩამონათვალით და რეაგირების თხოვნით საინიციატივო ჯგუფმა საკანონდებლო ორგანოში კომიტეტების თავმჯდომარეების სახელზე წერილი დღეს შეიტანა. დღესვე გაიმართა რამდენიმე საათიანი გაფართოებული შეხვედრა ოპოზიციონერ დეპუტატებთან, სადაც განიხილეს პრობლემური საკითხები.