საინიციატივო ჯგუფი კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს

სპეციალურად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს. ჯგუფის წევრები ილია მეორეს საქართველოს პრეზიდენტთან შუამდგომლობას სთხოვენ, რათა მან დეკანოზი შეიწყალოს.

საინიციატივო ჯგუფი გუშინ შეიქმნა და მასში დეკანოზის მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები არიან გაერთიანებული.

ჯგუფის წევრები მსგავსი მოთხოვნით ხელმოწერის შეგროვებსაც იწყებენ. ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ადვოკატებს მისი ნახვის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.