საინიციატივო ჯგუფი 109-ე ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟს და შემდეგ მშენებლობის პროცესს დააკვირდება
109-ე ბაგა-ბაღის მასწავლებლებისა და აღსაზრდელების მშობლების მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. პროტესტის მონაწილეებმა მერის მოადგილის ილია ელოშვილისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისგან მიიღეს შეთავაზება, შეიქმნას 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფი – 5 მასწავლებელი და 5 მშობელი. ისინი შენობის დემონტაჟის და შემდეგ მშენებლობის პროცესს დააკვირდებიან.
შეხვედრა უკვე დასრულდა, საინიციატივო ჯგუფის წევრების შემდგომი შეხვედრა თბილისის მერიაში იგეგმება.