თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. პატივი ილია ელოშვილის ხსოვნას მიაგეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ილია ელოშვილის ნაცვლად, მერის მოადგილედ კახა გულედანი დაინიშნა. რაც შეეხება ახალ ინიციატივებს, ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის თანამედროვე და მოქნილი პროგრამა შესთავაზეს.