ახალი პრემიუმ სასტუმრო ახმეტის მუნიციპალიტეტში

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში პრემიუმ კლასის სასტუმრო „ალავერდ რიზორთი“ აშენდება.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლური კაფსულა საძირკველში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩადო. პრემიუმ კლასის სასტუმროს ასაშენებლად 14 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. სასტუმროში 80-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება. მშენებლობა 2023 წლის აგვისტოში დასრულდება.