დღეიდან ბაგა-ბაღები იხურება

დღეიდან, დედაქალაქის მასშტაბით, ყველა საჯარო ბაგა-ბაღი იხურება. გადაწყვეტილება არ ეხება კერძო ბაღებს. ამასთან, შეზღუდვა მხოლოდ თბილისში ამოქმედდება, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბაღები მხოლოდ ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ გაიხსნება.