სასტუმროს გახსნა თბილისში

თბილისში „ჰილტონ გარდენ ინნ-ი“ გახსნა. საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო კომპანია „რედიქსის“ პროექტია. გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ. პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი დოლარია. სასტუმროში 170 თანამედროვე ოთახი და 8 საკონფერენციო დარბაზია. სასტუმრო ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.