სოფელ ჭუბერში „ნენსკრა-ჰესის“ მშენებლობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივებს „ნენსკრა ჰიდროს“ წარმომადგენელები და ხელისუფლების წევრები შეხვდნენ. მათი განცხადებით, პროექტის განხორციელებასთან ერთად რეგიონში მნიშვნელოვნად წახალისდება მცირე და საშუალო ბიზნესი.
შეხვედრის მიზანი, ადგილობრივებისთვის ახალი შესაძლებლობების გაცნობა იყო.