„თბილისი მარათონი“

რიგით მეათე საიუბილეო „თბილისი მარათონის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პრესკონფერენციაში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მარათონის თანაორგანიზატორებმა მიიღეს. „თბილისი მარათონის“ მონაწილეები წელსაც საქველმოქმედო მიზნებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბენენ. ღონისძიებიდან შემოსული თანხა აუტიზმის ეროვნული ცენტრის 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯის მშენებლობას მოხმარდება.

„თბილისი მარათონი“ 25 სექტემბერს, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება.

მონაწილეები სტარტს რუსთაველის გამზირიდან აიღებენ.