ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

2022 წლის იანვარში, დაარსებიდან 100 წელი უსრულდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც დღემდე საქართველოს საინჟინრო განათლების წამყვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო უმაღლესი სკოლაა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის შესახებ საანგარიშო მოხსენებით წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე. ასევე დღეს დაარსდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული მუზეუმი. პირველი ექსპონატი მუზეუმს უნივერსიტეტის პირველი რექტორის შვილიშვილმა გადასცა.