ღია კარის დღე

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოაწყო. დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ყველა საჭირო პროცედურასთან დაკავშირებით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა მარნეულში, ბოლნისში, გარდაბანში, მცხეთაში, საგარეჯოსა და გურჯაანში. ხვალ კი აბიტურიენტებს წყალტუბოში შეხვდებიან.