საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების წესს აპროტესტებს, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ისინი ბინადრობის უფლების გაყიდვის ასაკრძალად ხელმოწერებს აგროვებენ. ზვიად ტომარაძის განცხადებით, მათთვის მიუღებელია ხელისუფლების ის ინიციატივაც, რომლის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის უფლების მისაღებად 30 ათასი დოლარის ღირებულების ქონების ნაცვლად, მინიმუმ 100 ათასი დოლარის ინვესტირება მოუწევს.