საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამხედროების ოჯახის წევრებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, განათლების სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოსა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები შეხვდნენ. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების პროგრამას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალ პროფესიებს, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დასაქმდნენ პროფესიული კუთხით.