საინფორმაციო აქცია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით

პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის აქცია ჩაატარეს და კაფე-ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მუხლი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება, დახურულ ადგილებში მოწევას კრძალავს, მათ შორის ეს ეხება ელექტრონულ სიგარეტს და ჩილიმსსამასპინძლო ბიზნესობიექტი, რომელიც კანონის შესაბამისად არ იმოქმედებს, 500 ლარით დაჯარიმდება.