რეგულაციების შედეგები

თამბაქოს კონტროლის ცენტრი კანონში ცვლილებებისა და რეგულაციების შემდეგ მონაცემებს ასაჯაროებს. შემცირებულია მწეველების რაოდენობა, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები. თამბაქოს კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გაიზარდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება. გარდა ამისა, გაახალგაზრდავდა ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა ასაკი. გამოწვევა არის საინფორმაციო კამპანიის მიმართულებითაც.