ახალი ინიციატივა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად

თამბაქოს მოხმარების კონტროლი შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს.

არასამთავრობო სექტორი ამზადებს ინიციატივას, რომლის მიხედვით 2015 წლის შემდგომ დაბადებულ პირებზე სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ თამბაქოს მიყიდვა აიკრძალება. ინიციატორები კანონში შესატანი ცვლილების პროექტის პარლამენტში წარდგენას შემოდგომაზე გეგმავენ. თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი ხუთი წლის წინ ამოქმედებული საკანონმდებლო რეგულაციებით გამკაცრდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვის და რეკლამის შეზღუდვის შედეგად თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ელექტრო სიგარეტის სახით ახალი გამოწვევა გაჩნდა.