თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი

მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია.

კვლევა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა ჩაატარა. მონაცემებს ორგანიზაცია შემაშფოთებლად მიიჩნევს, მით უმეტეს ექიმთა პირველადი შეფასებების ფონზე, რომელთა მიხედვით ელექტრო-სიგარეტი მავნებლობით ტრადიციულ თამბაქოს არ ჩამოუვარდება და ჯანმრთელობისთვის არანაკლებ სახიფათოა. პრობლემაა კანონის აღსრულებაც. აკრძალვის მიუხედავად, შიდა სივრცეებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შემთხვევები გახშირებულია.